სუბისარეტა: "აფელაის საკითხზე უკვე ვმუშაობთ"
"ბარსელონას" ფეხბურთის დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ დაადასტურა ის ფაქტი, რომ გუნდი დაინტერესებულია "პსვ ეინდჰოვენის" ჰოლანდიელი ნახევარმცველით, იბრაჰიმ აფელაით...
დღევანდელი მატჩის შესვენებაზე, სუბისარეტამ განაცხადა: "ჩვენ აფელაის საკითხზე "პსვ"–სთან უკვე ვთანამშრომლობთ. ეს არის ფეხბურთლი, რომელიც ჩვენს ინტერესებშია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ სატრანსფერო ბაზარს თვალს ვადევნებთ. თუ ვინმეს შეძენას ვერ შევძლებთ, მაშინ ჩვენ "ბარსა ბ"–ს სახით სხვა ვარიანტებიც გვაქვს." აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სუბის არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ სატრანსფერო სეზონზე აპირებენ 24 წლის ფეხბურთელის შეძენას, ზამთრის, თუ ზაფხულის.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]