"ბარსა ბ"-ს ქულები ოთარ კაკაბაძის გოლმა დააკარგვინა - Video

"ბარსა ბ"-ს ქულები ოთარ კაკაბაძის გოლმა დააკარგვინა - Video

გუშინ, ესპანეთის მე-2 დივიზიონში, "ბარსელონა ბ"-მ "ჟიმნასტიკს" უმასპინძლა და 1:1 ითამაშა.

როდესაც კატალონიელთა ნებისიერი გუნდი ქულებს კარგავს, ბუნებრივია, გულშემატკივრებს გული წყდებათ. თუმცა, ქართველი ქომაგებისთვის ეს გამონაკლისი შემთხვევაა. საქმე ისაა, რომ "ბარსა ბ"-მ ქულები "ჟიმნასტიკის" ქართველი მარჯვენა მცველის, ოთარ კაკაბაძის გოლით დაკარგა.

კაკაბაძემ გოლი 65-ე წუთზე გაიტანა, 12 წუთში კი ანგარიში მარკ კარდონამ გაათანაბრა.

"ბარსა ბ", 28 ტურში მოპოვებული 34 ქულით, 22-გუნდიანი ჩემპიონატის მე-14 ადგილზეა, ხოლო "ჟიმნასტიკი", 33 ქულით - მე-17.

ვიდეო

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 25 თებერვალი 2018 14:46
    0
    მაგრა გგამიხარდა
    nelson semedo 2
    სტუმარი [?]
    #2 25 თებერვალი 2018 14:23
    0
    კაკაბ შენ ძველო
    გოგიტა
    სტუმარი [?]
    #1 25 თებერვალი 2018 13:13
    0
    ციტატა: Messiah
    მარტო ქართველების გოლებით დაეკარგოს ბარსას ქულები <3

    ვემხრობი შენს აზრს :)