"ჟირონასთან" შეხვედრას "ელ კლასიკოს" შემდეგ ყველაზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო
"ბარსელონა"-"ჟირონას" ახლად ჩამოყალიბებულმა დერბიმ, რომელიც "კამპ ნოუზე" პირველად გაიმართა, კატალონიის დედაქალაქში ყურადღება ნამდვილად დაიმსახურა.
შეხვედრას ზუსტად 85 417 გულშემატკივარი დაესწრო, რაც ლიგის მატჩში რეკორდული მაჩვენებელია. ამაზე მეტი მაყურებელი (89 514) "კამპ ნოუს" ტრიბუნებზე ბოლოს ესპანეთის სუპერ თასზე, "რეალთან" დაპირისპირების დროს შეიკრიბა.
რაც შეეხება ყველაზე დაბალ დასწრებას, მიმდინარე სეზონში ეს ჩემპიონთა ლიგაზე, "სპორტიგის" წინააღდეგ მატჩში მოხდა (48 336 მაყურებელი). სეზონის დასაწყისში კი "ლას პალმასთან" გუნდმა ცარიელი ტრიბუნების ფონზე ითამაშა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]