"ვალენსიასთან" მატჩის მიმდინარეობისას ტრიბუნების ნახევარი ცარიელი იყო
გუშინდელი შეხვედრის მიმდინარეობისას "კამპ ნოუს" ტრიბუნებზე კარგად შეიმჩნეოდა ცარიელი ადგილები. კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, მატჩს მხოლოდ 50,959 მაყურებელი დაესწრო, რაც ადგილების რაოდენობის დაახლოებით ნახევარია.
ეს რაოდენობა მიმდინარე სეზონის მატჩებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო. ამაზე ცოტა რაოდენობის გულშემატკივარი მხოლოდ "სპორტინგთან" თამაშზე მივიდა, კერძოდ - 48 ათასი.
დღეს ამის მიზეზად შეიძლება უჩვეულოდ დაბალი ტემპერატურა ან მატჩის დაწყების დრო დავასახელოთ, მაგრამ ფაქტია, რომ საქმე ერთ კონკრეტულ თამაშს არ ეხება და "კამპ ნოუ", უკვე რამდენიმე თვეა, მაყურებელთა ნაკლებობას უჩივის.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]