კარლეს პუიოლი: ტერ შტეგენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა
"ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი კარლეს პუიოლი მიიჩნევს, რომ კატალონიური გრანდის მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.
"მინდა აღვნიშნო ის სამუშაო, რომელსაც ტერ შტეგენი ასრულებს. ჩემთვის ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა. ვთვლი, რომ გერმანელი იდეალურად შეეფერება "ბარსელონას" თამაშს. ვფიქრობ, მას გუნდთან ერთად მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლია", - ციტირებს პუიოლის სიტყვებს Mundo Deportivo.
ტერ შტეგენი "ბარსელონაში" 2014 წელს "მიონხენგლადბახიდან" გადავიდა. მის ანგარიშზე პრიმერა დივიზიონის მიმდინარე გათამაშებაში 25 მატჩია.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]