ივან რაკიტიჩი 200 თამაშის ზღვარზე
იმ შემთხვევაში, თუ ივან რაკიტიჩი ხვალ, "ლას პალმასის" წინააღმდეგ გასამართ მატჩში მოედანზე გამოვა, ის, "ბარსელონას" მაისურით, მე-200 თამაშს ჩაატარებს.
ხორვატი ნახევარმცველი კატალონიურ გუნდს 2014 წელს, 18 მილიონ ევროდ შეუერთდა და მას შემდეგ, "ბარსელონას" მაისურით, შესაძლო მატჩების 89.2% ჩაატარა.
წინა 199 თამაში ტურნირებზე ასეა განაწილებული: 124 ლა ლიგაში, 38 ჩემპიონთა ლიგაზე, 28 ესპანეთის თასზე, 6 ესპანეთის სუპერ თასზე, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე, 1 ევროპის სუპერ თასზე.
განვლილ 199 შეხვედრაში ხორვატმა 30 გოლის გატანა მოახერხა, მათ შორის ერთის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, "იუვენტუსთან" მატჩში, როდესაც ანგარიში გახსნა.
რაკიტიჩის აქტივში "ბარსელონასთან" ერთად მოგებული 9 ტიტულია: 2 ლა ლიგა, 3 ესპანეთის თასი, 1 ჩემპიონთა ლიგა, 1 ევროპის სუპერ თასი, 1 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 1 ესპანეთის სუპერ თასი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]