მორიგი საფრთხე: "ბარსელონა"-"ატლეტიკოს" მატჩში ხესუს ხილ მანსანო იმსაჯებს
"ლას პალმასსა" და "ბარსელონას" შორის მატეუ ლაოსის მიერ მიღებული ორი საკამათო გადაწყვეტილება, რომელიც კატალონიურ კლუბს 2 ქულა დაუჯდა, შესაძლოა, მალე, დაგვავიწყდეს. ამის მიზეზი ისაა, რომ "ბარსელონასა" და "ატლეტიკოს" შორის 4 მარტს გასამართ ძალიან მნიშვნელოვან დაპირისპირებაში მთავარ მსაჯად კატალონიური გუნდის მიმართ აშკარად უარყოფითი დამოკიდებულებით გამორჩეული ხესუს ხილ მანსანო დანიშნეს.
ეს სწორედ ის არბიტრია, "მალაგასა" და "ბარსელონას" შორის გამართულ შეხვედრაში, ნეიმარი "ტაშის დაკვრისთვის" რომ გააძევა და ამის გამო, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "ელ კლასიკო" გამოტოვა. სწორედ მანსანომ მისცა წითელი ბარათი ლუის სუარესს "ატლეტიკოსთან" გამართულ ესპანეთის თასის ნახევარფინალში, რის გამოც, ურუგვაელმა ფინალური დაპირისპირება გამოტოვა.
მანსანო ის არბიტრია, რომლის მონაწილეობით გამართულ შეხვედრებშიც მოგების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (80%) მადრიდის "რეალს" აქვს. "ბარსელონას" მაჩვენებელი კი მხოლოდ 62%-ია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]