ფილიპე ლუისი: "კამპ ნოუზე" მოგება გამოწვევაა
მადრიდის "ატლეტიკოს" ბრაზილიელი მარცხენა მცველი ფილიპე ლუისი, "ბარსელონასთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ, კომენტარს აკეთებს და "კამპ ნოუზე" პირველად მოგების იმედს გამოთქვამს.
"კამპ ნოუზე" არასდროს მომიგია. ეს, ჩემთვის, გამოწვევაა. ამ სტადიონის მოედანი სპეციფიკურია: ძალიან განიერი და გრძელია.
ბოლო წლებში, ბარსელონაში მოგებასთან ახლოს რამდენჯერმე ვიყავით. რატომ არ უნდა ვცადოთ ეს უახლოეს მატჩში?
ფრე? არა, ფრეზე არასდროს ვთამაშობ. ჩვენ მოგება გვინდა. ახლა, ამ შედეგის მისაღწევად, შესანიშნავი დროა. რა თქმა უნდა, "ბარსელონას" შესანიშნავი გუნდი ჰყავს ბრწყინვალე ფეხბურთელებით, მაგრამ შანსი ჩვენც აუცილებლად გვექნება.
დაცვის ის ფლანგი, საიდანაც მესი გიტევს, ყოველთვის იტანჯება. ის გამუდმებით ეძებს მომენტს, გადადგილდება ფლანგიდან ფლანგზე, თამაშობს შეტევის ყველა პოზიციაზე. მისი შეჩერება ძალიან ძნელია, რადგან ის მრავალმხრივი ფეხბურთელია. ლეოს შეჩერების საუკეთესო გზა მისთვის 2 ფეხბურთელის მიჩენაა." - ციტირებს ფილიპე ლუისის სიტყვებს Marca.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]