ბერტ ვან მარვიიკი:"აფელაის შეუძლია ინიესტასა და ჩავის გვერდით თამაში"
რამდენიმე დღეა რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ კატალონიის "ბარსელონა" აპირებს "პსვ ეინდჰოვენის" ნახევარმცველის, იბრაჰიმ აფელაის შეძენას. ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბერტ ვან მარვიიკმა. წარმოშობით დანიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ იბრაჰიმ აფელაის აქვს ინიესტასა და ჩავის გვერდით თამაშის შესაძლებლობები: "
მე ვფიქრობ,რომ იბრაჰიმს შეუძლია ასეთი მაღალი დონის კლუბში თამაში. თუ იგი გადავა "ბარსელონაში", ჩემი აზრით თავისის ნიჭისა და მონდომების წყალობით შეძლებს , ინიესტასა და ჩავის მხარდამხარ თამაშს. მე რომ მის ადგილას ვიყო, აუცილებლად დავთანხმდებოდი ამ წინადადებას. ესეთი შანსი შეიძლება კარიერაში მხოლოდ ერთხელ მოგეცეს," დაასრულა ნარინჯისფერთა მთავარმა მწვრთნელმა.
აფელაის "ეინდჰოვენში" ჩატარებულ 149 მატჩში 41 გოლი აქვს გატანილი, ხოლო 2007 წლიდან დღემდე ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 30 მატჩში 2 გოლია მის ანგარიშზე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]