ხოსე ხიმენესი: ლეო მესი სხვა პლანეტიდანაა

ხოსე ხიმენესი: ლეო მესი სხვა პლანეტიდანაა

მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელმა, ხოსე მარია ხიმენესმა beIN Sports-თან ინტერვიუში "ბარსელონასთან" გუშინდელ შეხვედრაზე ისაუბრა და ლიონელ მესი შეაქო. 

"ატლეტიკომ" თამაში პირველი ტაიმის ნაცვლად მეორე ნახევარში დაიწყო. ეს რომ არ მომხდარიყო, სხვანაირი მატჩი გამოვიდოდა. დროის უკან დაბრუნება რომ შეგვეძლოს, ვეცდებოდით, პირველ ნახევარშიც ისევე გვეთამაშა, როგორც მეორეში მოვახერხეთ. შეხვედრის დასაწყისში უპირატესობას მთლიანად "ბარსელონა" ფლობდა, ამის შემდეგ კი ვითარება შეიცვალა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 

იმ გოლში კი, რომელიც გავუშვით, გუნდს ვერ დავადანაშაულებ. ლეო მესიმ შესანიშნავი ჯარიმა შეასრულა. ის სხვა პლანეტიდანაა". - განაცხადა ურუგვაელმა ცენტრალურმა მცველმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 6 მარტი 2018 02:09
    0
    უკვე მეც მომწყინდა სულ მესის ქება
    Culé [?]
    #1 5 მარტი 2018 21:46
    0
    https://www.facebook.com/mail.barcamania.ge/videos/617490851926538/
    ბრავო ადმინ