ბუსკეტსი: თუ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ვთამაშობთ, ხელმძღვანელობამ საუკეთესო გადაწყევტილებები უნდა მიიღოს
"ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერი სერხიო ბუსკეტსი ლა ლიგის ხელმძღვანელობას მოუწოდებს, ტურნირის კალენდრის დაგეგმვის დროს უფრო მეტი პროფესიონალიზმი გამოიჩინონ.
"ბარსელონას", ლას პალმასში და უკუმიმართულებით ხანგრძლივი ფრენის შემდეგ, "ატლეტიკოსთან" თამაშის წინ უფრო ნაკლებო მოსამზადებელი დრო ჰქონდა, ვიდრე მეტოქეს.
"ბარსელონასაც" და "ატლეტიკოსაც" ოთხშაბათს თამაში შეეძლოთ, მაგრამ მათ ჩვენ ხუთშაბათს გვათამაშეს. ბარსელონაში დაბრუნებულებს, შეუსვენებლად ვარჯიში მოგვიხდა. თუ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში ვთამაშობთ, ხელმძღვანელობამაც საუკეთესო გადაწყევტილებები უნდა მიიღოს.
ეს თავის მართლება არაა. ეს რეალობაა. არ მიყვარს, როდესაც ვაგებთ და ვწუწუნებ. დღეს ჩვენ მოვიგეთ, რის გამო, ამ უფლებით სარგებლობას ვაპირებ." - ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს Sport.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 19 ]