ინიესტა გუნდის გამოსვლით კმაყოფილია
ანდრეს ინიესტამ გუნდის გუშინდელი გამოსვლა ასე შეაფასა: "ჩვენ მართლაც ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და "ვილიარეალის" დასამარცხებლად ყველაფერი გავაკეთეთ. გუნდი ნამდვილად კარგ ფორმაში იმყოფება."
ესპანელმა ნახევარმცველმა განმარტა: "ჩვენ ვიცოდით, თუ როგორ წარმართავდა მატჩს "ვილიარეალი". მათ ჩვენსავით ბურთის დაჭერა უყვართ. ჩვენ ეს მატჩი კარგად ჩავატარეთ და ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება შევძელით."
ანდრესს კითხვა ასევე მსაჯის მიერ არ ჩათვლილ გოლზე დაუსვეს: "ამ გოლის შემდეგ რამდენიმე წუთში ჩვენ გოლი გავუშვით და ანგარიში გათანაბრდა. მსაჯებს ძალიან რთული სამუშაო აქვთ. ისინი გადაწყვეტილებებს ძალიან სწრაფად იღებენ. ხანდახან ამა თუ იმ მომეტს სწორად ნსჯიან, ხოლო ხანდახან არასწორადაც."
ინიესტას კითხვა ასევე "ლა ლიგას" მორიგ მატჩზეც დაუსვეს, რომელსაც "ბარსა" "ალმერიას" წინააღმდეგ გამართავს: "ახლა გუნდი თავისი ფორმით სიამოვნებას იღებს და ჩვენ ზრდას ვაგრძელებთ. "ლა ლიგას" ყველი მატჩი მნიშვნელოვანია. ჩვენ ჩვენს თავებს ქულების დაკარგვის უფლებას ვერ მივცემთ."
ჟურნალისტებს ლეო მესიც არ გამორჩენიათ. "კიდევ რა შეგიძლიათ თქვათ? სიტყვები აღარ დარჩა! ვიმდეოვნოთ, რომ იგი ასე თამაშს გააგრძელებს. აქ ძალიან კარგი ატმოსფეროა შექმნილი იმისთვის, რომ იგი უფრო გაიზარდოს," დაასრულა ანდრესმა.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]