რიო ფერდინანდი მესის და რონალდუს ადარებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი, რიო ფერდინანდი ლიონელ მესის და კრიშტიანუ რონალდუს ერთმანეთს ადარებს.
"ვფიქრობ, მესი და რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან, თუმცა მათ შორის მაინც არის განსხვავება. კრიშტიანუ მოედანზე გადის და ამბობს: "მომაწოდეთ ბურთი იქ, საიდანაც გატანას შევძლებ". - მას გატანა ეხერხება. პორტუგალიელი მოედნის ცენტრამდე ჩამოსვლით და კომბინაციებით თავს არ იწუხებს.
რაც შეეხება მესის, ხანდახან მისი ნახვა დაცვითი ნახევარმცველის პოზიციაზეც შეიძლება. მას ბურთი საკუთარი ნახევრიდან ამოაქვს, ფეხბურთელებს ატყუებს, თამაშის რიტმს აკონტროლებს. სწორედ ესაა განსხვავება ამ ორ მოთამაშეს შორის". - აცხადებს ფერდინანდი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]