კურიოზი ფრანგულ პრესაში: უსმან დემბელე "დააკავეს"
დღეს, დილით, ფრანგულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "ბარსელონას" ახალგაზრდა თავდამსხმელი უსმან დემბელე ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში და საჭირო დოკუმენტის გარეშე მართვის გამო დააკავეს.
Sport-ის ცნობით, ფრანგმა ჟურნალისტებმა უსმან დემბელეს ბოდიში მალევე მოუხადეს. საქმე ისაა, რომ ასეთი ფაქტი მართლაც დაფიქსირდა, მაგრამ "ლე ავრის" ფეხბურთელის, მანა დემბელეს შემთხვევაში და პრესის წარმომადგენლებს ის უსმანში აერიათ.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]