დანი ალვესი: კოუტინიო ნეიმარის დონეზე თამაშობს
"პარი სენ-ჟერმენისა" და ბრაზილიის ნაკრების მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა თავისი თანამემამულის, "ბარსელონას" ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს პროგრესი შეაფასა.
"ვფიქრობ, კოუტინიო ნეიმარის დონეზე თამაშობს. ის ნაკრებისა და თავისი კლუბის თამაშზე უზარმაზარ გავლენას ახდენს. ჯერ კიდევ "ლივერპულში" ასპარეზობიდან, ახლა კი "ბარსელონაში" თამაშისას, მან სწრაფად განიცადა პროგრესი და უკვე კარგად ისწავლა თამაშის კითხვა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. სასიამოვნოა ამის ხილვა და ასეთ ფეხბურთელთან ერთად თამაში." - ციტირებს ალვესს Goal.
დღეს, 27 მარტს, ბრაზილიის ნაკრები ამხანაგურ მატჩში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 4 ]