კიელინი: ვფიქრობ, სუარესმა საკმაოდ სასტიკი სასჯელი მიიღო
"იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ "ბარსელონას" თავდამსხმელთან, ლუის სუარესთან ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელმაც მას 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მხარზე უკბინა, ურუგვაელმა კი ამის გამო 4 თვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
"მე ბევრჯერ შევხვდი მას მოედანზე და ჩემთვის ეს ყოველთვის დიდი სიამოვნება იყო, ვინაიდან ლუისი - შესანიშნავი ფორვარდია. მასთან მაისურების გაცვლას ვისურვებდი. ის, რომ მას ინციდენტის შემდეგ მოედანზე გასვლაც კი აუკრძალეს, საკმაოდ სასტიკ სასჯელად მეჩვენება." - ციტირებს იტალიელს Mundo Deportivo.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]