ხოსე არნაისის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

ხოსე არნაისის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

"ბარსა ბ"-ს სამედიცინო განყოფილება ბოლო დროს საკმაოდ გადატვირთულია, თუმცა გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ხოსე არნაისი, მოედანზე, სავარაუდოდ, მალე დაბრუნდება. მისი რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

არნაისისთვის სეზონის პირველი ნახევარი ძალიან კარგი იყო. მან რამდენიმეჯერ ძირითად გუნდშიც ითამაშა და მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ იანვარში ტრავმა მიიღო. ხოსე თებერვლის დასაწყისში დაბრუნდა, თუმცა ეს ხანმოკლე გამოდგა. "ალკორკონთან" შეხვედრის პირველ ტაიმში მან თავი ცუდად იგრძნო, მოედანი დატოვა და დღემდე არ დაბრუნებულა.

Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არნაისი, რომელსაც ამ დაზიანების გამო 10 მატჩის გამოტოვება მოუხდა, ჟერარ ლოპესის გუნდის დახმარებას უახლოეს მომავალში შეძლებს. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 7 აპრილი 2018 00:45
    0
    ამისგან ძალიან მაგარი ფეხბურთელი დადგება თუ ტრავმებმა არ შეიწირა
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #1 6 აპრილი 2018 21:17
    0
    სელტასთან როდი გვყავდა ეს