"კამპ ნოუზე" "ბარსელონას" კარში 2016 წლის თებერვლის შემდეგ პირველი პენალტი დაინიშნა
"ვალენსიასთან" მატჩის 86-ე წუთზე უსმან დემბელემ ხოსე ლუის გაიას წინააღმდეგ საკუთარ საჯარიმოში თამაშის წესები დაარღვია და მსაჯმა თერთმეტრიანი დანიშნა. პენალტი გოლად პარეხომ აქცია.
ეს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, პირველი შემთხვევა იყო, როცა "კამპ ნოუზე" სტუმართა სასარგებლოდ პენალტი დაინიშნა. ბოლოს ასეთი ფაქტი 2016 წლის 14 თებერვალს, "სელტასთან" მატჩში, 39-ე წუთზე მოხდა და მისი წყალობითჯონ გუიდეტიმ ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, "ბარსამ" ის შეხვედრა 6-1 მოიგო.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]