ჟორდი ალბა: ორი ტიტულის მოგებას ფასი არ უნდა დავუკარგოთ
ჟორდი ალბა აცხადებს, რომ გუნდში ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო ჯერ კიდევ ცუდი განწყობაა, მაგრამ ორი ტიტულის მოგება კვლავ შეიძლება და ეს უბრალო ამბავი არ არის.
"ლა ლიგის და თასის მოგებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს. წინსვლა უნდა განვაგრძოთ.
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის გამო კვლავ ცუდად ვგრძნობთ თავს, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ეს ტურნირი იოლი არასდროსაა, შეიძლება ნებისმიერმა გუნდმა დაგამარცხოს. ცუდია, რომ ბრძოლას გამოვეთიშეთ, თუმცა დუბლის მოგების შანსი გვაქვს და ამას ფასი არ უნდა დავუკარგოთ".
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]