16 წლის შემდეგ - "ბარსელონა" "ლა მასიას" გარეშე
"სელტასთან" გუშინ გამართულ შეხვედრაში, ერნესტო ვალვერდემ მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გაიყვნაა და ბოლო 16 წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ სასტარტო თერთმეტეულში "ბარსელონას" სკოლის ერთი აღზრდილიც კი ვერ მოხვდა.
ესპანეთის ჩემპიონატში ასეთი შემთხვევა ბოლოს 2002 წლის 6 აპრილს, "ბილბაოსთან" სტუმრად გამართულ შეხვედრაში დაფიქსირდა, რომელიც "ბარსამ" 2:0 მოიგო.
იმ მატჩში კატალონიელთა სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: რობერტო ბონანო, მიკაელ რაიციგერი, ფილიპ კრისტანვალი, აბელარდო ფერნანდესი, ფრანჩესკო კოკო, ფაბიო როშემბაკი, ფილიპ კოკუ, ლუის ენრიკე, რივალდო, ხავიერ სავიოლა, მარკ ოვერმარსი.
23 აპრილს, "რეალთან" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გამართულ მატჩში, კარლეს რეშაკმა ასეთი თერთმეტეული დააყენა: ბონანო, რაიციგერი, აბელარდო, ფრანკ დე ბური, მოტა, როშემბაკი, კოკუ, ლუის ენრიკე, ოვერმარსი, კლუივერტი, სავიოლა. ის შეხვედრა "ბარსამ", "კამპ ნოუზე", 0:2 წააგო.
ეს იყო გუშინდლამდე ბოლო შემთხვევა, როდესაც "ბარსელონას" ძირითად შემადგენლობაში კლუბის აღზრდილი ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა.
დასანანი ისაა, რომ გუნდში სარეზერვო ფეხბურთელებად ნაყიდი მოთამაშეები მიიჩნევიან და "ლა მასიას" აღზრდილებს თავის გამოჩენის შანსი მეორეხარისხოვან მატჩებშიც არ ეძლევათ.
არადა, რამდენიმე წლის წინ, შემადგენლობის გადახალისების შედეგად, "ბარსას" სასტარტო თერთმეტეულში ყველა ფეხბურთელი "ლა მასიადან" იყო.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]