18 წლის შემდეგ - ისევ 4:4 და ისევ "ვილიარეალთან"

18 წლის შემდეგ - ისევ 4:4 და ისევ "ვილიარეალთან"

გუშინ, ესპანეთის ჩემპიონატის 30-ე ტურის მატჩში, "ბარსელონამ" და "ვილიარეალმა" დრამატული შეხვედრა შემოგვთავაზეს და 4:4 ითამაშეს.

ეს 21-ე საუკუნეში ამ გუნდების პირველი დაპირისპირება არ იყო, რომელიც 4:4 დასრულდა. 18 წლის წინ, 2001 წლის აპრილში, "ბარსელონა" "ყვითელ წყალქვეშა" ნავს ამ ანგარიშით ასევე სტუმრად დაუზავდა.

2001 წლის 8 აპრილს "ბარსელონას" შემადგენლობა ასეთი იყო: რეინა, რაიციგერი, ფრანკ დე ბური, სრეხი ბარხუანი, კოკუ, გვარდიოლა, გაბრი, ოვერმარსი, რივალდო, ლუის ენრიკე, კლუივერტი. შეცვლაზე პუიოლი, სიმაო და დე ლა პენია შემოვიდნენ.

მატჩის მე-20 წუთზე "ბარსა" უკვე 0:3 აგებდა. გოლები ვიქტორმა (2) და "ვილიარეალის" ამჟამინდელმა მწრთნელმა, კალიეხამ გაიტანეს.

38-ე და 54-ე წუთებზე პატრიკ კლუივერტმა დუბლი გაიფორმა, ხოლო მე-60 წუთზე რივალდომ ანგარიში გაათანაბრა.

5 წუთში, ხორხე ლოპესმა წინ კვლავ მასპინძლები გაიყვანა, მაგრამ 93-ე წუთზე კლუივერტმა ჰეთ თრიქი შეასრულა და მატჩი ფრედ დასრულდა.

საინტერესოა, რომ ლა ლიგის მომდევნო ტურში, "სარაგოსასთან" "კამპ ნოუზე" გამართულ მატჩში, "ბარსამ" ისევ 4:4 ითამაშა.

გოლები

სრული მატჩი

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 3 აპრილი 2019 15:08
    2
    დხეს აშკარად უკეთესი გუნდი გვყავს
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 3 აპრილი 2019 14:34
    4
    93-ე წუთი ვილიარეალისთვის კოშმარია :დდდ
    --------------------
    91/92 05/06 08/09 10/11 14/15 to be continued
    Culé [?]
    #1 3 აპრილი 2019 13:30
    6
    ატლეტიკოსთან დაასვენოს ისევ მესი, არ მინდა რო წელსაც მეოთხედ ფინალში წავაგოთ, გადაახალისოს გუნდი გვაქვს რესურსი საკმაოდ და ცოტა ტვინის გატოკება ჭირდება ვალოდიას.