სევილია-ბარსელონა 0:5 - ერნესტო ვალვერდე მატჩის შემდეგ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ესპანეთის თასის ფინალში "სევილიას" განადგურებისა (5:0) და კატალონიურ კლუბთან ერთად პირველი ტიტულის მოგების შემდეგ, კომენტარი გააკეთა.
"გუნდი, დღეს, დიდებული იყო. ფეხბურთელები პირველივე წუთიდან კონცენტრირებულები იყვნენ და ისინი თამაშს აკონტროლებდნენ.
თავს კარგად ვგრძნობ. როდესაც ჩემპიონთა ლიგიდან ასეთი დიდი გუნდით გამოვარდები, ეს ტრაგედიაა. განადგურებულები და დამცირებულები ვიყავით. დღეს, საკუთარ თავს დავუმტკიცეთ, რომ "ბარსელონა" ვართ.
მოგება გვინდოდა. ახლა, ჩვენი მიზანია, ლა ლიგა რაც შეიძლება მალე მოვიგოთ.
ინიესტა თავად გადაწყვეტს, განაგრძობს "ბარსელონაში" თამაშს, თუ არა.
მან კარგად ითამაშა. მისი და მესის ერთად მოქმედება სასიამოვნოა. ეს ორი ფეხბურთელი ყველაფერს ადვილად მოგაჩვენებენ.
ჩემი მომავალი? სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. დიდ გუნდებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ჩვენი მიზანი ყველაფრის მოგებაა. კლუბის არცერთ გადაწყვეტილებასთან პრობლემა არ მექნება.
სილესენი? ის შესანიშნავი მეკარეა. "ვალენსიასთან" მის მომენტს ვიხსენებ ხოლმე და ზოგჯერ საკუთარ თავს ვეკითხები, თუ რატომ არაა ის პირველი მეკარე.
ფეხბურთი რთული სპორტია. ბევრი თამაში გვქონდა, სადაც თავი საუკეთესო მხრივ ვერ წარმოვაჩინეთ. საკუთარ თავს უნდა დავუმტკიცოთ, რომ საუკეთესოები ვართ."
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 14 ]