ერნესტო ვალვერდე: კლუბში თავს დაფასებულად ვგრძნობ
"ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე, "სელტასთან" ხვალ გასამართი მატჩის წინ, საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საუბრობს.
"სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. "სლავიასთან" უკეთ რომ გვეთამაშა და გოლი გაგვეტანა, ყველა მშვიდად იქნებოდა.
გრანდები ჩვეულებრივზე მეტ ქულას კარგავენ. ჩვენ უკვე წავაგეთ იმდენივე თამაში, რამდენიც მთელს წინა გათამაშებაში. ამ მატჩებში ჩვენ მოწოდების სიმაღლეზე არ ვიყავით, მეტოქეებმა კი კარგად ითამაშეს.
კლუბი მხარს ყოველთვის მიჭერს და თავს დაფასებულად ვგრძნობ. არანაირი პრობლემა არ მაქვს.
მომავალი? ამ საკითხზე არ ვღელავ." - განაცხადა ვალვერდემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 7 ]