ბუსკეტსი ახალ კონტრაქტს ითხოვს და წასვლით იმუქრება
კატალონიური Sport "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის უსიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს - წყაროს ცნობით, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, სერხიო ბუსკეტსი წასვლით იმუქრება იმ შემთხვევისთვის, თუ კლუბი მას ახალ კონტრაქტს არ გაუფორმებს.
ბუსკეტსმა "ბარსელონასთან" ხელშეკრულება 2016 წლის სექტემბერში გაახანგრძლივა. მოქმედი კონტრაქტი ფეხბურთელს კლუბთან 2021 წლამდე აკავშირებს. გათვალისწინებულია ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გაგრძელების ვარიანტიც. სერხიო წელიწადში 14 მილიონს ხელფასის სახით იღებს, ხოლო ტიტულების მოგების შემთხვევაში, დამატებით კიდევ 2.6 მილიონს. მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი ევროა.
კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, 29 წლის ფეხბურთელი მოქმედი კონტრაქტით უკმაყოფილოა და ის კლუბის პრეზიდენტისგან ახალ ხელშეკრულებას ითხოვს. საინტერესოა, რომ სერხიომ ეს მოთხოვნა არა აგენტის საშუალებით, არამედ თავად დააყენა. ფეხბურთელმა ჟოზეპ მარია ბართომეუს მოთხოვნები პირადად გააცნო და ისიც აცნობა, რომ მზადაა იმ კლუბების სია წარუდგინოს, რომლებიც მასში 200 მილიონი ევროს გადახდას გეგმავენ.
ბართომეუ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან კლუბი სახელფასო ბიუჯეტში შეზღუდულია, არასწორი ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში კი, შესაძლოა, "ბარსამ" UEFA-ს ფინანსური ფეარ ფლეის წესები დაარღვიოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]