ბუსკეტსის აგენტი: სერხიო ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს

ბუსკეტსის აგენტი: სერხიო ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს

"ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერის, სერხიო ბუსკეტსის აგენტი ჟოზეპ მარია ორობიტგი მისი კლიენტის კონტრაქტის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.

"სერხიოს კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს. შეთანხმებას მალე მივაღწევთ." - ციტირებს აგენტის სიტყვებს Mundo Deportivo.

ბუსკეტსს კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს და შეთანხმება გარიგების კიდევ 2 წლით გაგრძელების შესაძლებლობას ითვალისწინებს. სერხიომ მოქმედ კონტაქტს ხელი 2016 წელს მოაწერა, როდესაც მის გამოსასყიდ თანხად 200 მილიონი ევრო განისაზღვრა.

ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელის ანაზღაურებით უკმაყოფილოა და მან ხელმძღვანელობას აცნობა, რომ რამდენიმე კლუბი მზადაა გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 13 ივნისი 2018 08:53
    0
    ბუსკეცი ზე დონის საყრდენია და მან მაინც უნდა დაასრულოს კარიერა ბარსაში