მესი და ბარდი, საჯარიმო დარტყმების მეფეები

მესი და ბარდი, საჯარიმო დარტყმების მეფეები

ლიონელ მესიმ ამ სეზონში 34 გოლი გაიტანა და აქედან ექვსი - საჯარიმო დარტყმით. ეს, ლა ლიგაში, საუკეთესო შედეგია, თუმცა ამ ნიშნულთან საკმაოდ ახლოს იმყოფება "ბარსას" დღევანდელი მეტოქის, "ლევანტეს" ფეხბურთელი, ენის ბარდი. 

ბარდის ჯარიმებიდან 5 გოლი აქვს გატანილი და შანსი აქვს, არგენტინელს დაეწიოს. ამისთვის, მას "ბარსელონას" კარში მოუწევს გატანა, რაც ძალიან რთული იქნება, მომდევნო ტურში კი "ლევანტე" სელტას დაუპირისპირდება. 

მესი "სიუდად დე ვალენსიაზე" ვერ ითამაშებს, მაგრამ, დიდი ალბათობით, ბოლო ტურში "კამპ ნოუს" მოედანზე იქნება. ასეც რომ არ მოხდეს, 22 წლის მაკედონიელს მისი შედეგის გაუმჯობესება მაინც გაუჭირდება. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #2 14 მაისი 2018 14:40
    0
    მესი ფეხბურთის მეფეა
    Culé [?]
    #1 13 მაისი 2018 21:44
    0
    https://www.youtube.com/watch?v=ectcbIrDJPs
    მაგარი ბიჭია, არიზაბალაგას 2 წუთში, ორი ჯარიმა გაუტანა და რატო უნდა გაუჭირდეს თუ წაუვიდა
    --------------------
    მეტი, ვიდრე კლუბი! Visca el Barca