ლა ლიგაში სტანდარტებიდან გატანილი გოლების რაოდენობით, მესიმ რონალდუს გაასწრო
კატალონიის "ბარსელონას" კაპიტანმა, ლიონელ მესიმ, ლა ლიგის 30-ე ტურში "ვილიარეალთან" მატჩში (4:4), მორიგი გოლი გაიტანა სტანდარტიდან.
31 წლის არგენტინელმა დღევანდელ შეხვედრაში თავი 90-ე წუთზე ბრწყინვალე საჯარიმო დარტყმით გამოიჩინა.
მესიმ ამ გოლით გააუმჯობესა ტურინის "იუვენტუსის" პორტუგალიელი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს შედეგი, რომელიც მას ესპანეთის ჩემპიონატში ჰქონდა.
34 წლის რონალდუმ ლა ლიგაში სტანდარტებიდან 80 გოლი გაიტანა, აქედან 19 საჯარიმო დარტყმით და 61 პენალტით.
რაც შეეხება მესის, მისთვის ზემოთხსენებული გოლი 81-ე გახლდათ, 29 საჯარიმო დარტყმით და 52 პენალტით.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]