ბართომეუ: გრიზმანზე ვერ ვისაუბრებ
"ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ მარია ბართომეუ მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელზე, ანტუან გრიზმანზე საუბარს, რომელიც კატალონიურ კლუბთან ძალიან ახლოსაა, თავს არიდებს.
"როგორც მოგეხსენებათ, გრიზმანზე ვერ ვისაუბრებ. სხვა კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებს დიდ პატივს ვცემთ.
უპირველეს ყოვლისა, ამ სეზონის ფინანსური ანგარიშები უნდა დავხუროთ, რაც ივნისის ბოლოს დასრულდება, 1-ლი ივლისიდან კი უკვე მომავალზე ვიფიქრებთ.
ტრანსფერებზე ვმუშაობთ, მაგრამ ჩვენს გეგმებზე ვერაფერს ვიტყვი. უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ და ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.
მინდა თუ არა გრიზმანი? ყველა გულშემატკივარი ისურვებდა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების ყოლას თავიანთ კლუბებში, მაგრამ ეს შეუძლებელია. უნდა გვახსოვდეს, რომ უკვე გვყვავს ძალიან კარგი მოთამაშეები, რომლებმაც ეს გასულ სეზონში დაამტკიცეს." - ციტირებს ბართომეუს სიტყვებს le10sport.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 2 ]