ბართომეუ და ბუსკეტსი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ
"ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერის, სერხიო ბუსკეტსის კლუბში დარჩენას საფრთხე აღარ ემუქრება. Esports3-სა და Catalunya Radio-ს ინფორმაციით, ბუსკეტსმა, რომელიც ხელფასის მომატებას ითხოვს, "ბარსას" პრეზიდენტთან, ჟოზეპ მარია ბართომეუსთან კონტრაქტის დეტალები ზეპირად შეათანხმა.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, სერხიომ ხელფასის გახანგრძლივების სურვილი კლუბის ხელმძღვანელობას პირადად გაუმხილა და მათ ისიც განუცხადა, რომ თუ მისი ჯამაგირი არ მოიმატებდა, სხვაგან წავიდოდა.
ბოლო ცნობებით, ჟოზეპ მარია ბართომეუმ ბუსკეტსთან პირველად, ზეპირ შეთანხმებას მიაღწია. ეს შეთანხმება უახლოეს დღეებში გადაიხედება, ყველაფერი კი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე დასრულდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]