მარლონი: "ბარსელონასთან" კონტაქტი არ მაქვს

მარლონი: "ბარსელონასთან" კონტაქტი არ მაქვს

ბრაზილიელი მცველი, მარლონ სანტოსი, რომელიც "ბარსელონადან" იჯარის წესით "ნიცაში" თამაშობს, აცხადებს, რომ ფრანგულ კლუბში თავს კარგად გრძნობს. 

"ნიცაში" ბედნიერი ვარ. აქ დიდი გამოცდილება მივიღე და შესანიშნავი ფეხბურთელების გვერდით ვითამაშე. ჩემი საფეხბურთო მენტალიტეტი შეიცვალა, გავიზარდე და ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. 

რა თქმა უნდა, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა, მაგრამ საფრანგეთში კიდევ ერთი სეზონი მაქვს ჩასატარებელი და მთლიანად ამაზე ვარ ფოკუსირებული. მგონი, ამ სეზონში ბარსელონადან ჩემი თამაშის საყურებლად არავინ მოსულა, კლუბთან კონტაქტი არ მაქვს. 

კატალონიურ გუნდში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ეს არ მაშინებს. ჩემი თავის მიმართ ყველაზე მომთხოვნი მე თვითონ ვარ". - ამბობს მარლონი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    messi and iniesta
    სტუმარი [?]
    #3 26 მაისი 2018 09:19
    0
    არც გვინდა ლანგლეს ვიყიდით და მეტი არც გვინდა
    Culé [?]
    #2 25 მაისი 2018 21:48
    0
    ძალიან მოუმატა , იმედია განაგრძობს წინსვლას , მარა მირცევნოდა იტალიაში წასულიყო
    საიტის ლეგენდა  [?]
    #1 25 მაისი 2018 19:00
    0
    მინას მირჩევნია ეს ბევრად მაგარი ბიჭი დგება კაკრას 2019 ში ბრუნდება და პიკეც უკვე წასასვლელი იქნება და უმტიტი ლანგლე დე ლიხტი და მარლონი გვეყოლება :)) იმის მერე რაც პუიოლი წავიდა ყოველთვის გვქონდა პრობლემები დაცვაში მაგრამ ახლა მშვენივრად გვაქვს ყველაფერი ახლა ნახევარდაცვაა პრობლემა
    --------------------
    5:0
    Messi 600
    #20 Cule from 2002