მარლონ სანტოსი "ნიცას" უახლოვდება
"ბარსელონას" ბრაზილიელი ცენტრალური მცველი მარლონ სანტოსი ფრანგულ "ნიცაში" იჯარით გადასვლასთან ახლოსაა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.
აქამდე არსებული ცნობებით, მარლონი ჟან-მიკაელ სერის ტრანსფერის ნაწილად განიხილებოდა. კოტ დ'ივუარელი ნახევარმცველი "ბარსელონაში" აღარ გადმოდის, მაგრამ ფრანგულ კლუბს ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველის მიმართ ინტერესი არ განელებია.
ცოტა ხნის წინ, ერნესტო ვალვერდემ არ გამორიცხა, რომ მარლონმა გუნდი დატოვოს.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, მარლონ სანტოსის იჯარა, შესაძლოა, დღესვე გაოფიციალურდეს.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 13 ]