კრისტოფ დუგარი: 100 მილიონ ევროდ გრიზმანი საჩუქარია
ყოფილი ფრანგი ფეხბურთელი, კრისტოფ დუგარი აცხადებს, რომ "ბარსელონასთვის" 100 მილიონი ევროს გადახდა ძალიან ადვილი უნდა იყოს როცა საქმე ისეთ მოთამაშეს ეხება, როგორიც ანტუან გრიზმანია.
"გრიზმანის შეძენა მსოფლიოს ყველა კლუბს სურს, მას ბევრი შეთავაზება აქვს. მისი გამოსასყიდი თანხის რაოდენობა 100 მილიონია, რაც უზარმაზარი ფულია, მაგრამ როცა ასეთი ფეხბურთელის სანაცვლოდ ამდენს იხდი, ფაქტიურად მას გჩუქნიან.
გრიზმანმა თავისი მომავალი თავად უნდა გადაწყვიტოს. კარგი იქნება, თუ ის ამას მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გააკეთებს". - ამბობს დუგარი.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]