ინტერვიუ სერხიო ბუსკეტსთან
TV3-თან ინტერვიუში "ბარსელონას" ერთ-ერთმა ლიდერმა, სერხიო ბუსკეტსმა რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა.
გუნდის სეზონი
"რასაც ამ სეზონში მივაღწიეთ, დაფასება აუცილებლად სჭირდება. ჩვენ დუბლი მოვიგეთ, ასე რომ სეზონი დადებითად უნდა შეფასდეს. ამის ნაცვლად, ყველა "რომასთან" მარცხზე ფიქრობს, თუმცა ეს ნორმალურია. რაც რომში მოხდა, აღარ უნდა განმეორდეს".
ინიესტა
"ცარიელი სივრცის შევსება, რომელსაც ინიესტა ტოვებს, ძალიან რთული იქნება, მაგრამ ეს ფეხბურთია. გუნდიდან არც ისე დიდი ხნის წინ ჩავი, პუიოლი წავიდნენ და ეს პროცესი გაგრძელდება. ახლა იმაზე უნდა ვიმუშავოთ, რომ მისი არყოფნა რაც შეიძლება მცირედ იყოს შესამჩნევი.
ინიესტასგან ბევრი ვისწავლე. მოედნის ხედვა, თამაშის წაკითხვა... მოედანს მიღმა კი პროფესიონალიზმი".
მესი
"ლეოს არ სჭირდება მსოფლიოს ჩემპიონობა იმის დასამტკიცებლად, რომ საუკეთესოა. ის ამას წლების განმავლობაში ამტკიცებდა და ნებისმიერ შემთხვევაში დარჩება ისტორიაში, როგორც საუკეთესო ფეხბურთელი".
მსოფლიო ჩემპიონატი
"მთავარი ფავორიტი ბრაზილიაა. შემდეგ მოდიან გერმანია, საფრანგეთი, არგენტინა და ესპანეთი. ამ გუნდებიდან რომელიმეს გაჩემპიონება სიურპრიზი არავისთვის იქნება. ჩვენ ბრაზილიაში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ ამის შემდეგ გავძლიერდით და შესარჩევ ეტაპზე კარგად ვიასპარეზეთ. რთული ჯგუფი შეგვხვდა, მაგრამ ვფიქრობ, თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, კარგ შედეგს მივაღწევთ".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]