სერხიო ბუსკეტსი: განკურნება მტკივნეული იქნება
სერხიო ბუსკეტსმა აღნიშნა, რომ "ბარსელონას" დროს სჭირდება იმისათვის, რომ "ლივერპულთან" მიღებული შოკიდან გამოვიდეს.
ე.წ განკურნება "ხეტაფესთან" მატჩით დაიწყო, კატალონიელებმა "კამპ ნოუზე" 2:0 იმარჯვეს. თუმცა ტრიბუნები ნახევრად ცარიელი იყო და ქომაგმა ბუსკეტსა და კოუტინიოს რამდეჯერმე დაუსტვინა კიდეც.
ესპანელის თქმით, ეს მის კარიერაში ყველაზე მძიმე მარცხი იყო, თუმცა იმედოვნებს, რომ "ბლაუგრანას" ფეხბურთელები თავიანთ თავში ძალას იპოვნიან და ერთად შეძლებენ პრობლემების გადალახვას.
"ჩვენ ვიცოდით, რომ "ხეტაფესთან" უნდა გევთამაშა, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო მას შემდეგ, რაც "ეინფილდზე" მოხდა. საბედნიეროდ, ჭრილობები, რომლებიც კლუბს, ფეხბურთელებს და ქომაგებს აქვთ, განკურნებადია, მაგრამ პროცესი ძალიან მტკივნეული. მე დამიკარგავს ტიტულები, წამიგია თამაშები, თუმცა ასეთი დარტყმა არასდროს მიგრძვნია, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველივე ფეხბურთის ნაწილია."
"წინ თასის ფინალი გველოდება, რაც მარტივი ნამდვილად არ არის. შეგვიძლია ამ სეზონში ორი ტიტული მოვიპოვოთ. არ შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ ერთად ბევრს მივაღწიეთ და ახლა ყურადღება სეზონის წარმატებით დასრულებაზე უნდა გავამახვილოთ."
"შეფასება ყოველთვის სეზონის ბოლოს უნდა გააკეთო. რთულია იცოდე, რა არის საუკეთესო კლუბისთვის და გუნდისთვის. თუ ეს შედეგი წინასწარ გვეცოდინებოდა, იმავე შეცდომებს არ დავუშებდით".
ბუსკეტსმა ვალვერდეს შესახებაც ისაუბრა: "ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ ვალვერდეთი. სანამ "ეინფილდზე" ვითამაშებდით, მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ვიყავით. მაგრამ შემდეგ გაუთვალისწინებელი რაღაცები მოხდა. ჩვენ გარკვეულწილად ასაკოვნები ვართ და კლუბს ახალი სისხლი სჭირდება. იმედი მაქვს, ბოსი მუშაობას გააგრძელებს". - ციტირებს ბუსკეტსის სიტყვებს ESPN.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 6 ]