იცით თუ არა, რომ...

იცით თუ არა, რომ...

მოგეხსენებათ დღეს, "ბარსა", "ჩემპიონთა ლიგის" მორიგ მატჩს, ბერძნული "პანათინაიკოსის" წინააღმდეგ გამართავს. ამ გუნდებთან დაკავშირებით რამდენიმე საინტერესო ფაქტს შემოგთავაზებთ...

- "ბარსას", "პანათინაიკოსთან" გასვლით შეხვედრაში გამარჯვება არასოდეს უზეიმია. 2001/02 წლებში, "ბლაუგრანამ" ბერძნებთან მატჩი "ჩემპიონთა ლიგის" მეოთხედ–ფინალში დათმო, ხოლო 05/06 წლებში, ჯგუფურ ეტაპზე ფრედ დაასრულა.

- აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ 2 შეხვედრიდან "ბარსას" გოლი არცერთში გაუტანია. პირველი მატჩი ანგარიშთ 1–0, ხოლო მეორე 0–0 დასრულდა.

- მართალია ათენში "ბარსას" გამარჯვება "პანათინაიკოსთან" არ უზეიმია, მაგრამ 2003/04 წლებში გუნდმა "უეფას" თასზე "პანიონიოსი" ანგარიშით, 3–0 დაამარცხა, ხოლო მაქამდე, ასევე "უეფა"–ზე, "აეკი", ანგარიშთ 1–0 დაამარცხა.

- "პანიონიოსის" კარში გოლის გატანა ლუის გარსიმაც შეძლო. ახლა ლუისი "პანათნაიკოსის" რიგებში ირიცხება.

-"ბარსა" საბერძნეთს პირველად 1976 წელს ესტუმრა, როდესაც გუნდი "უეფას" თასის პირველ რაუნდში იმყოფებოდა. "პაოკ სალონიკამ" ეს მატჩი ანგარიშთ, 1–0 მოიგო.

- "პანათინაიკოსს" ახალი მწვრთნელი ყავს. გუნდს 15 ნოემბრამდე ნიკოს ნიოპლაისი წვრთნიდა, ახლა კი გუნდის სათავეში პორტუგალიელი ხესუალდო ფერეირა დგას, რომელმაც ეს სეზონი "მალაგას" გაწვრთნით დაიწყო.

- "ბარსა" ბოლო 14 გასვლითი თამაშიდან (ევროპა) მხოლოდ და მხოლოდ ერთში დამარცხდა.

- დღეს რამდენიმე ძველი მეგობარი ერთმანეთის ხილვას შეძებს... სებასტიან ლეტო და ხავიერ მაშერანო "ლივერპულში" ერთად, 2007/08 წლებში გამოდიოდნენ, ხოლო სიდნი გოვუ და ერიკ აბიდალი "ლიონში 2004/2007 წლებში ერთად თამაშობდნენ.

- დანი ალვესი და ადრიანო ძალიან კარგად იცნობენ ჯილბერტოს. ეს სამი ფეხბურთელი ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ერთად გამოდის. სისე, გოვუ, ბამსონგი და აბიდალი ერთმანეთს საფრანგეთის ნაკრებიდან, ხოლო კანტე და კეიტა ერთმანეთს მალის ეროვნული ნაკრებიდან იცნობენ.

- მესი "ჩემპიონთა ლიგის" ბომბარდირთა დავაში მეორეა. მას მხოლოდ და მხოლოდ სამუელ ეტო'ო უსწრებს, რომელმაც წლევანდელ სეზონში მეტოქის კარის დალაშქვრა უკვე შვიდჯერ მოახერხა.


  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.