კოუტინიო ბრაზილიას გოლით დაემხარა [ვიდეო]
დღეს, ვენაში, ბრაზილიის ნაკრებმა ავსტრიის წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ბოლო ამხანაგური მატჩი გამართა. შეხვედრაში მონაწილეობა ორივე "ბარსელონელმა" მიიღო - ფილიპე კოუტინიომ და პაულინიომ თამაში სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყეს. პაულინიომ მოედანზე 90 წუთი გაატარა, კოუტინიო კი 76-ე წუთზე შეცვალეს.
ანგარიში 36-ე წუთზე გაბრიელ ჟეზუსმა გახსნა, 63-ზე ნეიმარმა სხვაობა ორამდე გაზარდა, რამდენიმე წუთში კი ფილიპე კოუტინიომ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
[media=https://www.youtube.com/watch?v=6V29HRnw-k0]
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]