პიკე: გრიზმანის ვიდეოსთან დაკავშირებით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ გამაკვირვა
ჟერარ პიკე გაკვირვებულია იმით, რომ "ბარსელონას" წევრებში უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მას ანტუან გრიზმანის ვიდეოსთან კავშირი ჰქონდა, მაგრამ ამის შესახებ არავისთვის არაფერი უთქვამს.
"ხალხის რეაქციამ გამაკვირვა. მათ "ბარსელონას" მიმართ ჩემი თავდადება და სიყვარული კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.
სინამდვილეში, ეს ასე მოხდა: რამდენიმე თვის წინ გრიზმანს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ მისი "ბარსაში" გადმოსვლის შანსი არსებობდა. ვიდეოს ჩაწერა ჩემი იდეა იყო. ჩავთვალე, რომ ხალხისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს გადაღებული ვიდეოს ნახვა საინტერესო იქნებოდა.
ეს გავაკეთეთ, მაგრამ ამის შემდეგ ამ საქმესთან არანაირი კავშირი აღარ მქონდა.
ბოლო დღეს ანტუანმა დამირეკა და შემატყობინა, რომ ჩაწერილი ორიდან ერთ-ერთ ვიდეოს ღამით გაავრცელებდა. შესაბამისად, მეც სხვებთან ერთად გავიგე, რომ მან დარჩენა გადაწყვიტა". - აცხადებს პიკე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 12 ]