პუიოლი: ვფიქრობ, პიკეს გრიზმანის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია
"ბარსელონას" ლეგენდარული კაპიტანი, კარლეს პუიოლი ფიქრობს, რომ ანტუან გრიზმანის მიერ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაზე ჟერარ პიკეს არანაირი გავლენა არ მოუხდენია.
"ჩემი აზრით, პიკეს გრიზმანის გადაწყვეტილებასთან კავშირი არ აქვს. იმაში, რომ ფეხბურთელს ყავს პროდიუსერი, რომელიც დოკუმენტურ კადრებს იღებს, ცუდს ვერაფერს ვხედავ".
როგორც იცით, ვიდეო, რომელშიც გრიზმანი ამბობს, რომ "ატლეტიკოში" რჩება და "ბარსელონაში" არ მიდის, სწორედ პიკემ გადაიღო. თუმცა, როგორც კატალონიელი მცველი თავად ამბობს, მას მეორე ვიდეოც ჰქონდა ჩაწერილი, რომელშიც ანტუანი საპირისპიროს ამბობდა და თვითონ ბოლო დღემდე არ იცოდა, რომელი ვიდეო გახდებოდა საჯარო.
"რაც შეეხება ამ ტრანსფერს, არ ვიცი, რატომ არ შედგა ის. მე "ბარსას" წევრი აღარ ვარ, ამ გუნდს უბრალოდ ვგულშემატკივრობ და ასეთი შეკითხვა იმას უნდა დაუსვათ, ვისაც ამ საკითხთან პირდაპირი შეხება აქვს". - აცხადებს პუიოლი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]