კლემან ლანგლე "ბარსელონას" ფეხბურთელი პირველ ივლისს გახდება
"სევილიას" 23 წლის ცენტრალური მცველი კლემან ლანგლე "ბარსელონას" ფეხბურთელი პირველ ივლისს გახდება. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
კატალონიური წყაროს ცნობით, კლუბებმა ყველა დეტალი შეათანხმეს და "ბარსელონამ" "სევილიას" ფრანგის გამოსასყიდი თანხა უკვე გადაუხადა.
კლემან ლანგლე "სევილიაში" 2017 წლის იანვარში, "ნანსიდან" 5 მილიონ ევროდ გადავიდა. ანდალუსიური კლუბის მაისურით მან 73 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა.
"ბარსელონას" ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაუჯდება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]