"ბარსელონას" საჩუქარი კლუბის ქართველ გულშემატკივარს
ბექა ფიფია "ბარსელონას" პატარა გულშემატკივარია, რომელსაც მძიმე დიაგნოზი (მიელოიდური ლეიკემია) ორი თვის წინ დაუდგინეს. ამჟამად ბექა მკურნალობის რთულ და ძვირადღირებულ კურსს ისრაელში გადის.
ცოტა ხნის წინ, ბექას შესახებ ინფორმაცია მის საყვარელ კლუბამდე, კონკრეტულად კი "ბარსელონას" საქველმოქმედო ფონდამდე (FUNDACIÓ FC BARCELONA) მივიდა. რეაგირებამ არ დააყოვნა და დღეს, ბექას კლინიკაში ფონდის წარმომადგენლები საჩუქრებით ხელდამშვენებულები ეწვივნენ. მათ ბექას, სხვადასხვა სახის სუვენირების გარდა, "ბარსელონას" ფორმა აჩუქეს, რომელსაც თვით ლიონელ მესის ხელმოწერა ამშვენებს.
მეტი ინფორმაცია ბექას შესახებ: 4beka.ge, fb.com/4beka
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 9 ]