კლემან ლანგლეს ტრანსფერი, შესაძლოა, დღეს შედგეს
"სევილიას" ცენტრალური მცველი, კლემან ლანგლე "ბარსელონაში" გადავა.
Diario de Sevilla-ს ინფორმაციით, კლუბებმა ტრანსფერი შეათანხმეს, ფეხბურთელის კონტრაქტი კატალონიელებთან კი ასევე შეთანხმებულია. "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" ამ გარიგების შესახებ, ოფიციალურად, შესაძლოა, დღეს განაცხადონ.
ფაქტიურად, ფრანგი მოთამაშის ტრანსფერი ივნისის ბოლოს შეთანხმდა, მაგრამ "ბარსელონამ", გადასახადებისა და ფინანსური ფეირ-პლეის გამო ამჯობინა განცხადების გაკეთება ივლისისთვის გადაედო.
ტრანსფერის თანხა 35 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც ლანგლეს კონტრაქტის გამოსყიდვის ფუნქციაშია მითითებული.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 10 ]