ზაფხულის ”შენაძენების” რეკორდები ”რეალი” წინააღმდეგ

ზაფხულის ”შენაძენების” რეკორდები ”რეალი” წინააღმდეგ

ორშაბათს ”ბარსას” რიგებში უამრავი ”ძველი” ფეხბურთელი მოგვევლინება, თუმცა იქნებიან ახლებიც, რომლებსაც ”ბარსას” მაისურით ”მადრიდის” წინააღმდეგ ჯერ არ უთამაშიათ. ესენი არიან გვარდიოლას მიერ ზაფხულში შეძენილი ფეხბურთელები: ვილია, ადრიანო და მაშერანო.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამ სამს არასდროს უთამაშია ”მადრიდის” წინააღმდეგ:


ვილიას 16 თამაში:
ვილიას, ახალი შენაძენებიდან, ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს ”მადრიდის” წინააღმდეგ თამაშში. ის ”მადრიდელებს” ჯამში 16-ჯერ დაუპირისპირდა. პირველად ის ”რეალის” წინააღმდეგ ”სარაგოსას” მაისურით მოგვევლინა (2003/04), და რამდენიმე თვის შემდეგ მან 11 მეტრიანი დარტყმის შედეგად პირველი გოლი გაიტანა ”მადრიდის” კარში. ეს მოხდა თასის ფინალში.
”მადრიდის” წინააღმდეგ ნათამაშევი 16 მატჩში, ვილიამ შვიდჯერ დაამწუხრა მეტოქე: ორჯერ, როგორც ”სარაგოსას” კუთვნილებამ, ხოლო ხუთჯერ ”ვალენსიის” მაისურით. მან ბოლო გოლი 2009 წლის დეკემბერში გაიტანა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ”ვალენსია” ამ მატჩში დამარცხდა, ანგარიშით, 2-3.


მაშერანო 100%-იანი გამარჯვებული:
ხავიერ მაშერანო არასდროს შეხვედრია ”მადრიდს” ეროვნულ ჩემპიონატში. თუმცა, ის ირიცხებოდა ”ლივერპულის” რიგებში, როდესაც ამ უკანასკნელმა ”რეალი” გამოთიშა ”ჩემპიონთა ლიგას” 2008-09 წლებში. პირველი მატჩი გაიმართა ესპანეთის დედაქალაქში, და დასრულდა ანგარიშით 0-1, ხოლო მეორე ”ანფილდზე”, ”მადრიდელთა” სრული განადგურებით, ანგარიშით, 4-0.


ათი თამაში და ერთი გოლი ადრიანოს ანგარიშზე:
”სევილიის” მაისურით ადრიანო 10-ჯერ შეხვდა მადრიდის ”რეალს”, აქედან 5-ში გამარჯვება მოიპოვა, ოთხში დამარცხდა, ხოლო ერთიც ფრედ დაასრულა. 2008-09 სეზონში ”ბერნაბეუზე” 3-4 გამარჯვებისას, ადრიანომ მეტოქეთა კარში პირველი გოლი გაიტანა. მისი მაჩვენებლები გაცილებით უკეთესი იქნებოდა, მას რომ იძულებით არ გამოეტოვებია 2007 წლის ”სუპერ თასის” ორ ეტაპიანი ფინალი, სადაც ”სევილიამ” დაამარცხა ”რეალი”.


თამაშები ”მადრიდის” წინააღმდეგ:
თამაში |მოგება|ფრე|წაგება|გოლი
_____________________________________
ვილია 16 | 5 | 3 | 8 | 7
_____________________________________
ადრიანო 10 | 5 | 1 | 4 | 1
_____________________________________
მაშერანო 2 | 2 | 0 | 0 | 0
_____________________________________

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.