ვილიას პერსონალური რეკორდი

ვილიას პერსონალური რეკორდი

დავიდ ვილიამ 2004 წელს, "სევილიას" წინააღმდეგ დაამყარა პერსონალური რეკორდი.

 

"ელ გუახეს" არასდროს დაავიწყდება 2004 წლის 25 აპრილი. სწორედ ამ დღეს გაუტანა მან "ლა რომარედეზე" "სევილიას" 4 გოლი და დაამყარა პერსონალური რეკორდი. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელი იმ დროს "სარაგოსას" ღირსებას იცავდა.

პერსონალური რეკორდი, მაგრამ არადამაკმაყოფილებელი შედეგი 

ეს მატჩი ვილიასათვის მთლად სასიხარულოც არ იყო. მიუხედავად მისი პოკერისა გუნდმა საშინაო შეხვედრაში ვერ მოახერხა 3 ქულის მოპოვება. 58–ე წუთზე სარაგოსა 4:2 იგებდა, თუმცა "სევილიამ" დარჩენილ დროში ბრწყიმვალედ ითამაშა და თამაშის ფრედ( 4:4 ) დასრულება მოახერხა. რაც შეეხება ვილიას გოლებს, მან 2 გოლი თამაშის დროს გაიტანა, 1 საჯარიმო დარტყმის შედეგად, ხოლო ერთიც პენალტის ნიშნულიდან.

12 გოლი "სევილიას" წინააღმდეგ 

სტატისტიკიდან გამომდინარე, ვილია არც თუ ძნელად იტანს გოლს "სევილიას" კარში. 14 თამაშში მოახერხა და 12 გოლი შეაგდო: 7 გოლი "სარაგოსას", 3 "ვალენსიის", ხოლო ორიც "ბარსას" მაისურით. ამ 12 გოლიდან,  მხოლოდ ერთხელ შეძლო "სანჩეს პისხუანზე" ანდალუსიელების დამწუხრება, დანარჩენი გოლები კი საკუთარ მოედანზე გაუტანა. ეს ერთადერთი გოლიც სწორედ იმ სეზონში გაიტანა, როცა დაამყარა პერსონალური რეკორდი(2003–2004 წელი).

 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.