ფრონტის ხაზზე

ფრონტის ხაზზე

მაშინ, როდესაც გამუდმებით ხდება მესისა და რონალდოს, ვილიასა და იგუაინის, ინიესტასა და ოზილის, ჩავისა და ხაბის ტალანტების შედარება, ყველას ავიწყდება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვიქტორ ვალდესისა და იკერ კასილიასის როლი საბოლოო ანგარიშისთვის. მოდით გადავხედოთ წინა თამაშებს და ვნახავთ, თუ როგორი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ კარის მცველებს.

რომ არა კასილიასის შეცდომები, ”რეალი” გასულ სეზონში გამართულ მატჩს ”ბერნაბეუზე” არ დაასრულებდა ანგარიშით 2-6. რომ არა ვალდესის გმირული სეივები ”კამპ ნოუზე”, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ”ბარსელონა” ”დაიმარხებოდა” მოედანზე, იბრას გოლამდე. აი, ასეთი დიდი მნიშვნელობა აქვთ მათ.

სულ რამდენიმე სეზონის წინ იკერ კასილიასი ითვლებოდა ხელშეუხებელ ღმერთად მეკარეებს შორის. მას ჯანლუიჯი ბუფონის მანტიაც კი მოასხეს. ის აღიარებული იყო მსოფლიოს #1 მეკარედ. რვა თვის შემდეგ მოხდა ის, რამაც ბევრს ნდობა დააკარგვინა - იქნებ, მსოფლიოს #1 მეკარის წოდება დიდი წნეხი იყო მისთვის? იქნებ ის უბრალოდ დაიღალა ”რეალის” ლიდერობით? ნებისმიერ შემთხვევაში იკერის დონე დაეცა და მან სულელური შეცდომების დაშვება დაიწყო. უშვებდა სკოლის მოსწავლის დონის შეცდომებს და საკუთარ კარში იღებდა საშინელ გოლებს.

ისმებოდა შეკითხვები, და პირველ ეტაპზე გვეჩვენებოდა, თითქოს ”რეალი” უკეთესს ვარიანტს ეძებდა. ”ბარსას” სამწუხაროდ, კასილიასმა (ნაწილობრივ) აღიდგინა ფორმა, და მაშინ, როდესაც მან ჯერ კიდევ ვერ მიაღწია ჩვეულ ფორმას, ადგილი ”რეალის” ძირითადში მაინც განიმტკიცა. სიტყვა ”სამწუხაროდ” ვახსენეთ, იმიტომ რომ ”რეალი” იკერის გარეშე შესანიშნავი რამ იქნებოდა ჩვენთვის. თავი რომ დავანებოთ იმას, თუ როგორ კარგად იღებს ბურთებს, ის არის გუნდის გამამხნევებელი პიროვნება.

ვიქტორ ვალდესის ისტორია იკერ კასილიასის ისტორიის ზუსტად საპირისპიროა. ვალდესი სწორედ მაშინ ”გაიზარდა”, როცა იკერის დიდება გაფერმკრთალდა. მენეჯერებისა და გულშემატკივრების სიყვარულის მიუხედავად, ვალდესი ცნობილი გახდა არა მისი მსოფლიო-დონის სეივების გამო, არამედ, მის მიერ ჩადენილი შეცდომებისა. და აი, მან უკვე ჩაიცვა ”ბარსას” ნომერ პირველი მაისური და გასასვლელი კარისკენ გაამგზავრა ისეთი მეკარეები, როგორებიც არიან ბონანო, რუსტუ და რეინა.

დიდმა ვიქტორმა ტალანტის გამოვლენა რაიკაარდის ხელმძღვანელობის პერიოდში დაიწყო და გვარდიოლას მენეჯერობის დროს დიდი აღიარება მოიპოვა. ვიქტორ ვალდესის ძალაუფლების გაძლიერება მჭიდრო კავშირშია პეპ გვარდიოლას მენეჯერულ უნარებთან. დაანახა რა რწმენა და ნდობა, ”ფილოსოფოსმა” მეკარის კარგი თვისებები სრულფასოვნებად აქცია.

ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ვალდესმა იმდენად კარგად მოახდინა შესაძლებლობების დემონსტრირება, რომ ესპანეთის ნაკრების კარი მისთვის გაიღო. და მაშინ, როდესაც მას განმტკიცებული აქვს ადგილი შესანიშნავ და კრეატიულ გუნდში, მას უკვე შეუძლია დაითვალოს მედლები და გაიღიმოს.

რას უნდა ველოდოთ ორშაბათს?

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რამდენად ნეგატიური ან დაცვითი სტილის ფეხბურთიც არ უნდა ითამაშოს ”რეალმა”, მეკარეებს მშვიდი საღამო არ ელით. მთელი თამაშის განმავლობაში ისინი უნდა იყვნენ ფხიზლად და კონცენტრირებულნი, რათა არ დაუშვან შეცდომა. როგორც უკვე ითქვა, იკერს უფრო მეტი მოეთხოვება, ”ბარსასგან” მოსალოდნელი დარტყმებისა და პრესინგის გამო.

თუკი ვინმეს შეუძლია ”ბარსას” კარები დაულუქოს, ეს იკერია - ასეთი კარგი ინსტინქტები და სიმარჯვე ახასიათებს მას. ასევე მნიშვნელოვანია თუ რამდენად დაეხმარებიან მას მცველები. თუ, როგორც მოსალოდნელია, ”რეალი” ჩაიკეტება საკუთარ ნახევარზე, იკერს მოუწევს თამაშის საკუთარ თავზე აღება - თამაშგარეების ხაფანგი ფაქტიურად არ იმუშავებს, მისი ხედვის არეალი შეზღუდული იქნება, ხოლო ზეწოლა დიდი. როგორც კაპიტანს, მას მოუწევს გამუდმებით ყვირილი, რათა დაიცვას საჯარიმო ხაზი. თუ დაცვითი ხაზი წაბარბაცდება, ყველამ კარგად ვიცით, რომ ”ბარსას” აქვს იმის შესაძლებლობა, წავიდეს წინ და დასაჯოს დედაქალაქელები.

მას შემდეგ, რაც კასილიასმა ცუდად ითამაშა გასულ ”კლასიკოებზე”, უნდა აღინიშნოს, რომ მას ფორტუნა არ წყალობს. იმედი ვიქონიოთ, რომ ორშაბათსაც ასე იქნება.

მაგრამ, გულუბრყვილობა იქნება ჩვენი მხრიდან იმაზე ფიქრი, რომ მხოლოდ მადრიდელს მოუწევს მუყაიდათ მუშაობა თამაშის დროს. როგორ დავინახეთ, მიმდინარე სეზონში ”რეალს” ყავს საშიში თავდამსხმელი ძალა, რომლებსაც სწრაფად შეუძლიათ შეტევის განვითარება, რის გამოც ვალდესს მცველის როლის შეთავსება უწევს. აქედან გამომდინარე, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ვალდესი თავის ფორმაში იქნება. სწორედ იმის გამო, რომ მას შეუძლია თამაშის კარგად წაკითხვა, ვალდესი ხშირად ახდენს საკმაოდ სახიფათო სიტუაციების განეიტრალებას. თუ გავითვალისწინებთ, თუ როგორ წყობას მისცემს მაურინიო თავის შეგირდებს, უსაფუძვლო არ იქნება იმის თქმა, რომ ვალდესს ხშირად მოუწევს თამაშში ჩართვა.

ოზილისა და დიმარიას სისწრაფისა და ფინტების დამატებით, ”რეალის” კონტრ შეტევები საკმაოდ გაძლიერდა მიმდინარე წელს. ეს გულისხმობს, რომ ვალდესს დასჭირდება ცენტრალური მცველის დახმარება, რომ კარი მშრალად შეინახოს.

მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ გვაქვს მცირე მიზეზი, რომ ეჭვი შევიტანოთ ჩვენს მეკარეში. ის მუდმივად ახდენს მისი როლის უდიდესი მნიშვნელობის დამტკიცებას რთულ თამაშებში. ამის გათვალისწინებით გვჯერა, რომ ის შეძლებს კრისტიანოსა და მისი კომპანიის იმედების გაცრუებას.

ასე, რომ, თუ ვალდესი არ არის იკერივით კარგი წინააღმდეგობის გაწევაში, კასილიასს არ შეუძლია თამაშის წაკითხვისას ისე სწრაფად ადაპტირება, როგორც ვალდესს, რის გამოც ის ისეთივე მნიშვნელოვანი პაიკია ”ბარსასთვის” თავდასხმის დროს, როგორც დაცვისას. მაგრამ, ამ ორ ადამიანს უფრო მეტი რამ აქვთ საერთო, ვიდრე განსხვავებული. ორივენი ძალიან მოძრავები არიან, აქვთ არაჩვეულებრივი რეფლექსები და შესანიშნავად იღებენ დარტყმულ ბურთებს. და ისინი თავიანთი თამაშით ასახელებენ კლუბებს.

რაც არ უნდა იყოს, ორივე შესანიშნავია თავის საქმეში. რომელი მათგანი იზეიმებს სამშაბათს დილით წინასწარ არ ვიცით, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ დავინახავთ იმ კარგად ნაცნობ ხელთათმანებს, რომლებიც მადლობის ნიშნად ცისკენ არიან მიმართულები.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.