ვალდესი: "კასილასი შეუდარებელი მეკარეა"

ვალდესი: "კასილასი შეუდარებელი მეკარეა"

ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" კიპერმა, ვიქტორ ვალდესმა შეაქო თავისი ოპონენტი, იკერ კასილიასი "ელ კლასიკოს" წინ. იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა "მარკა".

 

"იკერი შეუდარებელი მეკარეა. ერთი სიამოვნებაა, როდესაც მის თამაშს ტელევიზორიდან უცქერ, მაგრამ როდესაც მასთან ერთად ხარ მოედანზე და ხედავ როგორ სეივებს ახორციელებს, უბრალოდ დაუჯერებელია. ის თითქმის შეუცდომელია". ძალიან დიდი პატივისცემით შეაქო ვიქტორმა თავისი კოლეგა, იკერი.

 

"ადრე მე არ მეძლეოდა შანსი მის გვერდით მევარჯიშა, თუმცა დღეს უკვე შემიძლია ესპანეთის ნაკრებში ამის გაკეთება, როდესაც მას ვუყურებ, ძალიან ბევრს ვსწავლობ მისგან. მისი თავდაჯერებულობა უბრალოდ დასაფასებელია". ამბობს "ლურჯ–ბროწეულისფერთნა" კარის დარაჯი "El Pais"–სთან ინტერვიუში.

 

ვალდესი ყოველთვის კასილიასის ჩრდილში იყო, თუმცა 2008 წელს მან გააცნო თავი მსოფლიოს, ამიტომაც იგი მეორე მეკარე გახდა ესპანეთის ნაკრებისა და შეძლო ევროპის ჩემპიონატისა და მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.