ის მოგვიახლოვდა!!!
მოგვიახლოვდა ყველასათვის სანატრელი ”ელ კლასიკო”. მასთან ერთად მოდის იმის იმედი, რომ კატალონიელბი კვლავ დააჩოქებენ მადრიდელებს.
ეს ორი გიგანტი კლუბი მართლაც, რომ ყველასათვის თვალში საცემია და ამაში ალბათ ყველა დამეთანხმება. სწორედ ისინი ითვლებიან მსოფლიოში საუკეთესოებად, თუმცა ამ სახელს კატალონიელები და მადრიდელები მეტ-ნაკლებად იფერებენ. ”ბარსელონას” თამაში ყოველთვის უდიდეს ინტერეს იწვევს. არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვის ეთამაშება. მთავარი ისაა, რომ ”ბარსა” ყოველთვის განუმეორებელ შეხვედრებს გვთავაზობს. მესი და ვილა ამით ბევრი რამაა ნათქვამი, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვებზე.
კატალონიელები ”ბლანკოსის” შეგირდებს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩებიან, თუმცა ეს არაფერს ცვლის. ყველაფერი ”ნოუ კამპზე” გადაწყდება. ”ელ კლასიკო” იქნება ბოლო წლების საუკეთესო შეხვედრა. ”ბარსელონამ” და ისევე როგორც ”სამეფო” კლუბმა განახორციელა მეტად მნიშვნელოვანი ტრანსფერები. ”რეალს” ჰყავს მოურინიო, ხოლო ”ბარსელონას” გუარდიოლა. ეს ორი სპეციალისტი ითვლება პლანეტის ყველაზე დიდებულ თავკაცებად. პეპე და ჟოზე ძალიან ახალგაზრდები არიან, მაგრამ მათ ბევრ წარმატებას მიაღწიეს და კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შეეცდებიან. ”პრიმერა დივიზიონში” ორი გუნდი თამაშობს და ეს თქვენ უკეთ იცით, თუ ვინ არიან ისინი. ამ ორ გენიას წინააღმდეგობას ვერცერთი კლუბი ვერ უწევს ესპანეთში, რასაც ვერ ვიტყვით ”ჩემპიონთა ლიგაზე”. ესპანელები მეტ-ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურებიან ევროპულ საკლუბო ტურნირებზე, ვიდრე ეს სამშობლოშია.
”სამეფო” კლუბს ჰყავს ბევრი საინტერესო და პროფესიონალი ფეხბურთელი. საუკეთესო მათგან კრიშტიანო რონალდოა თავისი გატანილი გოლების ოდენობით, ხოლო ”ბარსელონაში” არგენტინელი მესი. პორტუგალიელის ანგარიშზე 14 გატანილი ბურთია, მას კი ერთით ჩამორჩება ლიონელი. ”კლასიკო” მთელი მსოფლიოს ინტერეს იწვევს. ამ თამაშს გააშუქებს მსოფლიოს ხუთი კონტინენტი და კერძოდ 109 ქვეყანა, რაც უკვე ბევრის მეტყველია. 2010 წლის 29 ნოემბერს ”ბარსელონას” დაბადებისდღეა და სწორედ ამიტომ, ”მსახიობები” მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავლენ. ვიმედოვნებ, რომ მადრიდელებს კვლავ დააჩოქებენ კატალონიელბი.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]