როსელი: ციხეში ჩამსვეს, რადგან "ბარსელონას" პრეზიდენტი ვიყავი
"ბარსელონას" ყოფილი პრეზიდენტი, სანდრო როსელი მიიჩნევს, რომ მხოლოდ და მხოლოდ კატალონიურ კლუბში მუშაობის გამო ზის ციხეში.
53 წლის ფუნქციონერი 15 მილიონ ევროს გათეთრებაში დაადანაშაულეს. გამოძიების მიხედვით, როსელი 2007-დან 2011 წლამდე თაღლითობდა, ხოლო 2017 წელს ის დააკავეს.
"ადრე რომ "ბარსელონას" პრეზიდენტი არ ვყოფილიყავი, ახლა ციხეში არ ვიქნებოდი. ეს ყველაფერი კატალონიურ კლუბში ჩემი მუშაობის გამო მოხდა. ხელისუფლება საქმეს იძიებს, რომელიც ჯერ კიდევ 12 წლის წინ მოხდა, სხვა ქვეყანაში.
მაგრამ მე უკანონო არაფერი გამიკეთებია, მთელი ეს სიტუაცია აბსურდულია. მე დავამტკიცებ საკუთარ უდანაშაულობას, მე ვიბრძოლებ საკუთარი ღირსებისთვის და დავუბრუნდები ჩემს ოჯახსა და ცხოვრებას ბარსელონაში." - ციტირებს როსელს El Mundo.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]