მანოლასი: "ბარსელონაში" გადასვლამდე მალკომმა თავისი სახელი თავადაც არ იცოდა
"რომას" მცველმა, კოსტას მანოლასმა, "ბარსელონასთან" თამაშის წინ მცირე კომენტარი მალკომზე გააკეთა, ფეხბურთელზე, რომელიც კატალონიელებმა მაშინ დაიმატეს, როცა ცალი ფეხი უკვე იტალიის დედაქალაქში ედგა.
"მალკომთან მისალმებას არ ვაპირებთ. მას არ ვიცნობ, საერთოდ არ ვიცი, ვინაა. მგონი, "ბარსელონაში" გადასვლამდე თავისი სახელი თვითონაც არ იცოდა.
როგორც გამოჩნდა, მას "რომაში" გადმოსვლა არ სურდა, ასე რომ, ყველასთვის უკეთესია, რომ ეს ტრანსფერი არ შედგა". - განაცხადა მანოლასმა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 11 ]