ჩვეულებრივ, ყველა ნაკრებს თავისი კაპიტანი ჰყავს, თუმცა დიდებულ გუნდებში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც შეუძლიათ მოაგვარონ ნებისმიერი კონფლიქტი და ამისათვის სულაც არ არის მოედანზე გასვლა აუცილებელი. მოვიყვანოთ მაგალითი არც თუ ისე შორეული წარსულიდან. სნეიდერი სპეციალურად არ აძლევდა პასს ვან პერსის. მათ კონფლიქტი რუსეთთან მატჩისას მოუვიდათ. გავიდა ორი წელი და ჰოლანდიის ნაკრებში კიდევ არ გამოჩნდა ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მათ ეტყოდა: "რა გჭირთ ბიჭებო, გაგიჟდით? ჩვენ ვიბრძვით სამშობლოს წარმატებისათვის და ახლა კინკლაობის დრო ნამდვილად არაა."
<p>რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონებს, მათ ასეთი ადამიანი ნამდვილად ჰყავთ. იშვიათად, სათადარიგოთა სკამზე მჯდომ ფეხბურთელებს არ აფასებენ. ასევე იყო პეპე რეინაზეც მანამ, სანამ იგი არ გახდებოდა არც მეტი არც ნაკლები ესპანეთის ნაკრების გასახდელის ხელმძღვანელი. იგი ძალიან თავდაჯერებულია და ასევე სჯერა თავისი თანაგუნდელების. მას სჯეროდა, რომ მოახერხებდა გაემარჯვებინა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე. მოედანზე რეინა ძალიან მშვიდია, თუმცა ცხოვრებაში ნამდვილი მასხარაა და აქვს შესანიშნავი იუმორის გრძნობა. მან თავისი გუნდისათვის გააკეთა იმდენი, რასაც ერთად აღებული ყველა ფსიქოლოგი ვერ შეძლებდა. პეპემ შექმნა საზეიომო ატმოსფერო.
თუ ნაკრებში არ იქნება ურთიერთ შეთანხმება და გაგება, მაშინ ეს გუნდი ვერაფერს მოახერხებს. სწორედ ასე დაემართა საფრანგეთს. რამდენიმე დღის განმავლობაში იქ ისეთი რაღაცეები ხდებოდა, მხოლოდ რეინა თუ შეძლებდა ფეხბურთელების დაწყნარებას და გამხიარულებას. გარდა იმისა, რომ მან კასილიასს უკარნახა თუ საით დაარტყამდა კარდოზო პენალტს, შეძლო და ესპანელ ფეხბურთელებს მხიარულ ნოტაზე გაატარებინა ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატები.
თქვენ თვითონ ნახეთ, თუ როგორი იყო რეინა ორი წლის წინ, როდესაც ესპანეთი გახდა ევროპის ჩემპიონი და ავსტრიიდან თვითმფრინავით მადრიდში მიემგზავრებოდა.
ახლა კი უკვე მადრიდში ზეიმისას მის მიერ შესრულებული სიმღერა, რომელიც მიეძღვნა "პაპა" არაგონესს.
2006 წელს იტალიის ნაკრებსაც ჰყავდა თავისი გასახდელის ხელმძღვანელი. ჯენარო გატუზო–"მასხარა მაფიოზი". მითხარით მის გარდა რომელი მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთელი დაკარგავდა ტრუსებს, შემდეგ თმებს გაკრეჭდა კამორანეზის და თმებით ითრევდა მარჩელო ლიპის?!
ასევე არ შეიძლება ყურადღება არ მივაქციოთ ხერარდ პიკეს "გიჟობებს". როდესაც ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და მადრიდის ქუჩებში ავტობუსით მოგზაურობდნენ, მაშინ პიკე სესკ ფაბრეგასთან ერთად სვამდა და უკვე კარგად მთვრალებიც იყვნენ. უცბად სესკმა მას ყურში რაღაც ჩასჩურჩულა და იმწამსვე პიკემ საღეჭი რეზინი ავტობუსზე მყოფ "ვალენსიას" ყოფილ პრეზიდენტს შეაფურთხა.
პიკეს კიდევ ერთი ხუმრობა. სტადიონზე მატჩის ყორებისას ჯერ ვიღაცას მზესუმზირის სროლა დაუწყო და პუიოლს დააბრალა. შემდეგ კი მთლიანი კოლოფი ესროლა ესროლა და გაიქცა :D
ბრაზილიაშიც სცალიათ იუმორისთვის. "სანტოსის" ფეხბურთელებს ასეთი ტრადიცია აქვთ: როდესაც რომელიმე მათგანს აქვს დაბადების დღე, თანაგუნდელები მას აბამენ და კვერცხებს ესვრიან. ნამდვილად მეტისმეტად საინტერესო ტრადიციაა...
ახლა კი იბრაჰიმოვიჩის უძლიერესი დარტყმა. "მილანის" ვარჯიშზე ზლატანმა საცოდავი სტრასერი გამოიჭირა და შიგ ზურგში უთავაზა. საწყალმა ბიჭმა შვედს ხმაც ვერ გასცა.
როგორც ჩანს სამუელ ეტო'ომაც კარგად დაიმკვირდა "ინტერში" ადგილი და გახდა გუნდის ხელმძღვანელი. მან ეს ყველაფერი მისი "ზიდანურით" გამოხატა.
აი "ჩელსის" გასახდელის ხემძღვანელებიც. იცის ლასანა დიარამ ინგლისური?
არ შეიძლება არ დააფასო ატმოსფერო, რომელიც ნებისმიერი გუნდის შიგნით სუფევს. ეს ფეხბურთის ნაწილია, რომლის ნახვაც გულშემატკივრებს მხოლოდ რაიმე ტიტულის აღნიშვნისას შეუძლიათ. პეპე რეინამ მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვების შემდეგ მადრიდში გამართა შოუ. იგი პირველი იყო, ვინც ფაბრეგასი უკვე "ბარსელონაში" გადაიყვანა და ფორმაც კი ჩააცვა პიკეს და პუიოლის დახმარებით. იმ დღეს მან ყველა გააბედნიერა და გაამხიარულა. ახლა კი The Pepe Reina Show.
კომენტარები [ 0 ]