არტურო ვიდალი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის
"ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი "ბარსელონას" უახლოეს დროში შეუერთდება.
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიელებმა მიუნხენელებთან ჩილელის ტრანსფერზე შეთანხმებას ოფიციალურად მიაღწიეს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ვიდალი სამედიცინო შემოწმებას ხვალ, 6 აგვისტოს გაივლის. თუ შემოწმების დროს არანაირი პრობლემა არ გამოვლინდება, ფეხბურთელი სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რის შემდეგაც მისი პრეზენტაცია შედგება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]